ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
2010 წლის 10 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 20 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.540%–ით განისაზღვრა.
საფონდო ბირჟა
2010 წლის 10 მარტს გამართულ რიგით 27(1140) სესიაზე სავაჭროდ წარმოდგენილი იქნა 12 კომპანიის აქციები, რომელთაგან გარიგება დაიდო 2 ემიტენტის აქციაზე – საქართველოს ბანკი (GEB) და საქართველოს სახალხო ბანკი (BANK). გარიგებების საერთო რაოდენობა იყო 11, ჯამური მოცულობა - 379,192 ფ/ქ, ხოლო ჯამური ღირებულება - 18,436.00 ლარი.
API: გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,5 მლნ ბარელით გაიზარდა
ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის (American Petroleum Institute, API) მოხსენების თანახმად, 2010 წლის 5 მარტის მდგომარეობით კვირის განმავლობაში აშშ-ში სანავთობო ენერგომატარებლების მარაგებმა განიცადეს შემდეგი ცვლილებები:
2010 წლის 9 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,91 (-0,56) დოლარი ბარელზე;
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81,49 (-0,38) დოლარი ბარელზე.
საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემა שი დაფიქსირული არასაბირჟო გარიგებები
Written by Administrator
ფასიანიქაღალდისდასახელება
გარიგებების
რაოდენობა
ერთიაქციის
ფასი*
გარიგებების
მოცულობა
(ფ/ქ)
გარიგებების
ღირებულება
(ლარი)
UTC
გაერთისნებულიტელეკომი
1
0.25
1 150
287.50
აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასი 4,3 ცენტით გაიზარდა
აშშ-ის ენერგეტიკის სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 8 მარტის მდგომარეობით აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასმა შეადგინა 2,904 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 76,7 ცენტი/ლიტრზე). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის 10 ნოემბრის შემდეგ.
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ბენზინის ფასი კვლავ გაიზარდა
აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გაიზარდა და მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 8 კვირის განმავლობაში. 2010 წლის 8 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,751 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 72,9 ცენტი/ლიტრაზე). ზუსტად ეს მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული მ/წლის 11 იანვარს.