ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
Forex სასწავლოცენტრიგთავაზობთსხვადასხვასახისსერთიფიცირებულტრეინინგებს, სპეციალური პროგრამები გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვისაც ვინც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე დააგროვა.
სასწავლო ცენტრი გთავაზობთ უფასო მასტერ-კლასებს მარკეტინგის საფუძველბში, ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს მიიღოთ, მაქსიმალური ინფორმაცია მარკეტინგის იმ ცნებების და თემების ირგვლივ რომლებიც ჯერ თქვენთვის უცნობია ან მათ შესახებ ფლობთ არასწორ და არასრულყოფილ ინფორმაციას.
Forex სასწავლოცენტრი, გთავაზობთსხვადასხვასახისსერთიფიცირებულტრეინინგებს, სპეციალური პროგრამები გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვისაც ვინც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე დააგროვა.
სასწავლო ცენტრი , გთავაზობთ უფასო სემინარს - ფინანსების მართვაში, მოცემული სემინარი კარდინალურად განსხვავებულია “სტანდარტული” ფინანსური მენეჯმენტის პროგრამებისაგან.
სემინარის ძირითად მიზანს წარმოადგენს – ფინანსების მართვის და ანალიზის თანამედროვე მეთოდების ათვისება და ახალი აზროვნების მქონე ფინანსური მენეჯერის ჩამოყალიბება.
ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 1 დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დაამტკიცა არჩილ მესტვირიშვილის, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელის კანდიდატურები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე–პრეზიდენტების კანდიდატურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 3 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N49, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.07%-ით, მაქსიმალური 3.17%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.14%–ით განისაზღვრა.
საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე
2009 წლის 2 დეკემბერს «PLATT”S EUROPEAN MARKETSCAN»-«FOB MED (ITALY)»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს:
ბენზინი (A-92) - 688,00 დოლარი/ტონაზე;
დიზელი (L-62) - 604,25 დოლარი/ტონაზე;
ნავთი - 665,50 დოლარი/ტონაზე;
მაზუთი - 460,25 დოლარი/ტონაზე.
ირანის მიმართ სანქციების გამოყენება ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს
ირანის სანავთობო მრეწველობის მინისტრის მასუდ მირ–კაზემმა გააფრთხილა ნავთობის ფასის ზრდის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ თეირანის მიმართ გამოყენებულ იქნება ახალი სანქციები. "ირანი მსოფლიოში ნავთობის ერთ–ერთ მთავარ ექსპორტიორად რჩება, ასე რომ მცდელობა ირანული ნავთობის ექსპორტის შეჩერებისა აუცილებლად გამოიწვევს ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას", – განაცხადა მან.
ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კერძოდ, 2009 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით ოპეკის ”კალათის” ფასი შემცირდა 0,57 დოლარით და ოფიციალურად შეადგინა 77,31 დოლარი/ბარელზე. ცნობისათვის, ოპეკის ”კალათის” ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140,73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 3 ივლისს.