აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასი 4,3 ცენტით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 8 მარტის მდგომარეობით აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასმა შეადგინა 2,904  დოლარი/გალონზე (დაახლოებით 76,7 ცენტი/ლიტრზე). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის 10 ნოემბრის შემდეგ.

 

გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასი 4,3  ცენტით გაიზარდა, ხოლო მისი საშუალო ფასი დადგინდა 85,9 ცენტით მაღლა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის 8 მარტის მდგომარეობით აშშ-ში ავტოგასამართ სადგურებზე გალონი დიზელის საწვავი საშუალოდ  15,3  ცენტით ძვირია გალონ ბენზინზე, რომელმაც ამ პერიოდისათვის შეადგინა 2,751  დოლარი/გალონზე. აშშ-ში დიზელის საწვავი საცალო ფასი ბენზინის საცალო ფასზე მაღალი უკვე 30  კვირის განმავლობაშია -  2009 წლის 17 აგვისტოს შემდეგ.

აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასის ისტორიულ მაქსიმუმად ითვლება 2008 წლის 14 ივლისს დაფიქსირებული ფასი - 4,764 დოლარი/გალონზე.

 

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,387.01 +46.32 (0.45%)
S&P 500 1,098.87 +7.03 (0.64%)
Nasdaq 2,228.87 +19.98 (0.90%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.