დოუ-ჯონსის საშუალო ინდექსები (DJAI)


დოუ-ჯონსის საშუალო ინდექსები (DJAI)

ინდექსები

თქვენ ალბათ ბევრი გსმენიათ დოუ ჯონსის ინდექსების შესახებ. დასავლური მედია თითქმის ყოველ წუთს ახდენს ამ ინდექსების მაჩვენებლების გამოცემას და უამრავი ექსპერტი, ეკონომისტი და ბიზნესმენი  საუბრობს მის ტენდენციებზე, ვარდნაზე თუ აღმასვლაზე.

საქართველოში რაც არ უნდა კარგად ფლობდეთ ამ ინდექსების შესახებ თეორიულ ცოდნას თქვენ მათი ფასთა ცვალებადობისგან ვერანაირ რაციონალურ სარგაბელს ვერ მიიღებდით.  მიზეზი მარტივია, ეს ინდექსები კოტირებს ნიუ-იორკის საფონდი ბირჟაზე რომლის სატრეიდინგო იატაკზე დღემდე ნახავთ აქტიურ ტრეიდერებს რომლებიც უკვე ნაკლებად ყვირიან და საერთოდ აღარ იყენებენ ფილმებიდან ცნობილ ჟესტიკულაციებს, რადგან ტრეიდინგი უკვე დიდი ხანია ელექტრონული გახდა.

სწორედ ალგორითმული ტრეიდინგის წყალობით თქვენს ინტერეს აშშ კომპანიების აქციების მიმართ ასევე დოუ-ჯონსის, სტანდარტ & პუარსის და ნაზდაკის ინდექსების ცოდნას უკვე სარგებელის მოტანაც შეუძლია. ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს ნებისმიერი სოფლიდანაც არის უკვე შესაძლებელი, საკამარისია გკონდეთ მინიმუმ მაგთიფიქსის დაილ-აპ კავშირი, თუმცა მე მაინც არ გირჩევთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით ვაჭრობას რადგან დიდი მოცულობის გარიგებების დროს შესაძლებელია ფასთა ასახვას მნიშვნელოვნად დააგვიანდეს და თქვენ ვერ შეძლოთ დროული გადაწყვეტილების მიღება. ამ საქმეში კი დრო ნამდვლიად ფულია.

დოუ ჯონსის საშუალო ინდექსები

1896 წელს ჩარლზ დოუმ შეიმუშავა მარტივი მაგრამ გენიალური კომპანიათა ფასიანი ქაღალდების ფასების მათემატიკური საშუალო. მაშინ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ იყო აქტიური. ინვესტორები უპირატესობას ანიჭებდნენ ბონდებს, რომლებსაც პროგნოზორებადი და სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა. ბონდები გამყარებული იყო მანქანა დანადგარებით, ქარხნების შენობა-ნაგებობეით და სხვა აქტივებით, აქედან გამომდინარე ისინი ნაკლებად სარისკო და მდგრადი შემოსავლის წყარო იყო.

100 წლის წინ ვოლ სტრიტელ ტრეიდერებსაც კი უჭირდათ ნათლად დაენახათ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ბაზარი, იყო ის დაღმავალი, აღმავალი თუ უბრალოდ პასიურად ტივტივებდა. ჩარლზ დოუს მიერ გამოთვლილი საშუალო კი ნამდვილი გამოსავალი იყო ამ გაუგებრობიდან.

მან თავისი მეთოდის გამოკვლელვა 1884 წელს დაიწყო მხოლოდ 11 კომპანიის ფასიანი ქაღალდებით, რომელთა უმეტესობა პირველი ნაციოანალური სარკინიგზო კორპორაციები იყო. დოუ თავის მიერ გამოთვლილ საშუალოებს ქვიშაზე ჯოხების ჩარჭობით ანიჭებდა გრაფიკულ სახეს, რომელსაც ტალღების ფორმა ჰქონდა. ამით ის განსაზღვრავდა ბაზრის დინების მიქცევას და მოქცევას. თუ მის მიერ გამოხატული ტალღები იზრდებოდა და ქმნიდა პიკს მაშინ ბაზარი აღმავალ ანუ ხარისებრ ტენდენციაში იმყოფებოდა, ხოლო თუ ტალღა ეცემოდა ბაზარი დაღმავალ ანუ დათვისებრ მიმართულებას იღებდა.

Last Updated on Saturday, 17 July 2010 00:55
 


LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.