რა არის ოსცილატორი

ოსცილატორების ფორმირების საფუძველია დივერგენცია. დივერგენცია არის სიტუაცია, როდესაც ფასების მოძრაობის ტენდენცია და ტექნიკური ინდიკატორების მიმართულება ერთმანეთს არ ემთხვევა. დივერგენცია წარმოადგენს ტრენდის შემობრუნების ძლიერ სიგნალს. ოსცილატორების გამოყენებით ანალიზის აგებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ: - ოსცილატორები გამოიყენება არატრენდულ ბაზრებზე, სადაც კურსი მოძრაობს გარკვეულ საზღვრებში. - ოსცილატორების მრუდის ნულთან გადაკვეთა წარმოადგენს სუსტი ყიდვის (გაყიდვის) სიგნალს და მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ სიგნალი არ ეწინააღმდეგება ძირითად ტრენდს. - ოსცილატორების კრიტიკული მნიშვნელობები მოწმობენ, რომ ფასები იცვლება დიდი სისწრაფით და, მაშასადამე, მოსალოდნელია კორექცია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუ ოსცილატორები შედიან ოვერ-ზონებში, ძირითადი ტრენდის მიმართულებით, მაშინ მოსალოდნელია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში, რამდენიმე სავაჭრო სესიის განმავლობაში მრუდი არ გამოვიდეს ოვერ-ზონებიდან, მანამდე, სანამ არ შეიცვლება ტრენდი. მაგრამ განსაკუთრებით მყარ სიგნალს იძლევა, თუ ოვერ-ზონაში ოსცილატორი რამდენიმე ტალღას (მინიმუმ 3) გააკეთებს და შემდეგ დაიწყებს ზონიდან გამოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფრო გრძელვადიანი პერიოდისათვის აგებული ოსცილატორებისათვის ბაზარზე შესვლის წერტილად განისაზღვროს არა ოსცილატორის მრუდის ოვერ-ზონაში ყოფნა, არამედ ზონიდან გამოსვლა. - განსაკუთრებით კარგი შემთხვევაა, როცა გრაფიკზე წარმოიშობა ფასის მრუდის და ოსცილატორის მრუდის ერთმანეთისაგან გადახრის შემთხვევა (დივერგენცე). მაგალითად, ფასების გრაფიკზე წარმოიშობა მაქსიმუმი, რომელიც აბსოლუტური მნიშვნელობით აღემატება წინა მაქსიმუმს, ხოლო ოსცილატორის მრუდი ამას არ ადასტურებს ან, პირიქით, ბოლო მაქსიმუმი აბსოლუტური მნიშვნელობით ნაკლებია წინა მაქსიმუმზე. - ოსცილატორების გრაფიკებზე სასარგებლოა ტრენდის, მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზების გამოყენება. ოსცილატორების გრაფიკზე შეიძლება აიგოს ტექნიკური ანალიზის კლასიკური ფიგურები (სამკუთხედები, პარალელოგრამები და სხვა). - ოვერ-ზონები რეკომენდებულია დაყენდეს ინდივიდუალურად, ბაზრის მოცულობის, ფასის მოძრაობის სისწრაფის შესაბამისად. - რაც უფრო მცირეა ოსცილატორის პერიოდი, მით უფრო ბევრი ყიდვა-გაყიდვის სიგნალი წარმოიშობა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მეტია ტყუილი სიგნალების რიცხვი. ამიტომ, ოსცილატორების ანალიზისას აუცილებელია გაანალიზდეს რამდენიმე სხვადასხვაპერიოდიანი გრაფიკი, რომ გაიფილტროს ცრუ სიგნალები. ფასების ოსცილატორი (OSC). ფასების ოსცილატორი არის ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინდიკატორი. იგი გამოითვლება ორ, მოკლე (n) და გრძელ (m) პერიოდიან მოძრავ საშუალოებს შორის სხვაობით (OSC= МАn – МАm). როცა მოკლევადიანი საშუალო გრძელვადიან საშუალოზე მცირეა, მაშინ ბაზარზე არის ოვერსოლდ სიტუაცია და მოსალოდნელია კურსის აწევა. პირიქით, როცა გრაფიკზე გრძელვადიანი საშუალო აღემატება მოკლევადიან საშუალოს, ბაზარზე არის `overbought~ სიტუაცია და მოსალოდნელია კურსის შემცირება. ყიდვის სიგნალი წარმოიშობა, თუ OSC მაჩვენებლის მნიშვნელობა აღემატება გრძელვადიანი საშუალოს МАN-ის რაღაც S %-ს. გაყიდვის სიგნალი წარმოიშობა, თუ მაჩვენებელი ნაკლებია მოკლევადიანი მოძრავი საშუალოს რაღაც – S %-ზე (??????????). S მნიშვნელობა რეკომენდებულია განისაზღვროს ინდივიდუალურად, ბაზრის მოცულობის, ტრენდის მიმართულების, ტრენდის სიძლიერის, ფასების მოძრაობის სისწრაფის მიხედვით.





LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.