|
კაპიტალის მართვა და სავაჭრო ტაქტიკა რეკომენდაცია
1. დადეთ გარიგება მხოლოდ საშუალოვადიანი ტენდენციის მიმართულებით.
2. აღმავალი ტენდენციისას კურსის შემობრუნების დროს (ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით) იყიდეთ და დაღმავალი ტრენდის დროს მოკლევადიანი შემობრუნებისას გაყიდეთ.
3. რაც შეიძლება დიდი ხნით გააჩერეთ მომგებიანი პოზიცია. მალე დახურეთ ზარალის მომტანი პოზიცია. გამოიყენეთ Stop loss order, limit order, OCO order, If then/OCO order.
4. არ აჰყვეთ ემოციებს. შეადგინეთ ბაზარზე მუშაობის გეგმა.
5. პროგნოზირებული მოგება/ზარალის შეფარდება უნდა იყოს 3/1.
6. გახსენით დამატებითი პოზიცია მხოლოდ არარეალიზებული მოგების დროს. არასოდეს გახსნათ პოზიცია ზარალის არსებობისას კურსის გასაშუალოების მიზნით. განათავსეთ მოგების არსებობისას სტოპ ლოსს ბრძანება, რაც შეიძლება ახლოს ნულოვანი მოგების წერტილთან.
7. პირველად დახურეთ ზარალიანი პოზიცია, ხოლო შემდეგ მომგებიანი.
8. გააანალიზეთ როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გრაფიკები.
9. გამოიყენეთ შიდა დღიური გრაფიკები ბაზარზე შესვლის მომენტის დაზუსტებისათვის.
10. არ მოუსმინოთ ე.წ. “ანალიტიკოსების” აზრებს, რომლებიც იბეჭდება პრესაში.
11. ყურადღება გაამახვილეთ, თქვენი გადაწყვეტილების შედეგად არ დარჩეთ უმცირესობაში. არაფერი არ არის იმაზე უარესი, როცა თქვენი გადაწყვეტილება განსხვავდება ბაზრის უმრავლესობის გადაწყვეტილებისაგან..
12. ეცადეთ ტექნიკურ ანალიზში ეძებოთ სიმარტივე. რთული ტექნიკური ინსტრუმენტები ყოველთვის ეფექტური არ არის.
|
|
|
Powered by C Copyright Market Activity Development Association.
